მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გავფილტროთ ონკანში წყალი მავნე ნივთიერებისგან? - kamkama.ge-ს განმარტება

6452463111a05
სალომე ხიდურელი
07.05.23 00:00
881
წყლის ფილტრაციის სისტემების ონლაინ მაღაზია Kamkama.ge-ს მარკეტოლოგმა, ვლადიმერ ჩარგეიშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ სუფთა წყლის არსებობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ყველას ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ სუფთა წყალი საქართველოს ყველა მხარეშია მოწოდებული და მას ყოველდღიურად მოვიხმართ, თუმცა ეს ხშირად ასე არ არის. ჩარგეიშვილის განმარტებით, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ წყალი ხშირად ნადებს იკეთებს, რის გამოც შექმნეს პროდუქტი, რომელიც წყალს ფილტრავს.

„Kamkama-ს მიზანია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სუფთა წყალი. ის მხოლოდ ჭიქაში გამჭვირვალობით არ განისაზღვრება. წყალი შესაძლოა, ბევრ საზიანო მინარევს შეიცავდეს. სახლის ნებისმიერ პირობებში ვხედავთ, რომ ტექნიკა ზიანდება ან თვითონ ონკანში წყალი ნადებს იკეთებს. ამან გამოიწვია ჩვენი დაკვირვება, რატომ შეიძლება სუფთა წყალი ამას აკეთებდეს. ანალიზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ჩვენს ონკანებში სუფთა წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ხშირად ხდება, მილის დაზიანების შემთხვევაში, ონკანიდან გაყვითლებული წყალი მოდის. ამ შემთხვევაში, მართალია გარკვეული პერიოდის შემდეგ წყალი თითქოს იწმინდება, თუმცა ხელმეორედ დაბინძურების შანსიც არის.

გვაქვს ფილტრების სხვადასხვანაირი სახეობა, როგორც მარტივი, ისე მთლიანი სისტემები, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირობებში საქართველოს ნებისმიერი წყლისგან შეგვიძლია მივიღოთ სრულიად სუფთა და უსაფრთხო წყალი. ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, მივდივართ ადგილზე, ვნახულობთ როგორი სიტუაცია და ამის შემდეგ ვარჩევთ, რომელი სისტემაა უმჯობესი. ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვებისთვის ჯობია, რომ ბოთლის წყალი გამოვიყენოთ, არ დავალევინოთ ონკანის წყალი. რეალურად მხოლოდ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და სუფთა წყალი, თუმცა ჩვენი ფილტრების მეშვეობით შეგვეძლება, რომ წყალი ონკანიდან ბავშვებსაც დავალევინოთ“, - აღნიშნავს ვლადიმერ ჩარგეიშვილი.

Kamkami.ge-ს წარმომადგენლის განმარტებით, მათი პროდუქცია აქრობს, როგორც წყლის მავნე მინარევებს, ასევე მის სპეციფიკურ სუნსაც.

„ფილტრებში დამონტაჟებულია სპეციალური კარტრიჯები, რომლებიც სხვადასხვა დონის ფილტრაციას აწარმოებენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი შეიძლება იყოს "უკუ ოსმოსის" ფილტრაციის სისტემა, რომელიც 99.9% ფილტრავს ნებისმიერი ტიპის წყალს. გვაქვს ნახშირის ფილტრებიც და ა.შ. რომლებიც თავისი მემბრანული აგებულებიდან გამომდინარე წყალში არ ატარებს იმ მინარევებს, რომლებიც შეიძლებოდა ფილტრის გარეშე წყალში გასულიყო. ხშირად არის ხოლმე, რომ გარკვეულ რეგიონებში წყალს აღენიშნება სპეციფიკური სუნი, ჩვენი ფილტრის მეშვეობით ესეც უქრება“, - აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

Kamkama-ს მარკეტოლოგმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი საქართველოში მიწოდების არეალის გაფართოებაა.

„გვინდა, უფრო მეტად შევიდეთ ქართულ ბაზარზე. განვვითარდეთ იმ კუთხით, რომ ფილტრების ყველგან დამონტაჟება მოვახერხოთ. ამ ეტაპზე საქართველოს 10-12 დიდ ქალაქს ვფარავთ. სტარტაპმა საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო და თავიდან, ძირითადად, ვიყენებდით მხოლოდ ისეთ ფილტრებს, რომლებიც ტექნიკაზე, მაგალითად სარეცხის მანქანაზე, ზრუნავენ, რომ არ დაზიანდეს. რეალურად, ჩვენი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოში წყალს აქვს თავისი პრობლემები, რაც შეიძლება, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი იყოს“, - ამბობს ვლადიმერ ჩარგეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები