ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი კლების პირობებში, შემოსავლების მატება, ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ უწყების მიერ ღვინის ექსპორტის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკაშია აღნიშნული.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა. მათი ცნობით, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო.
კომპანიების მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე რომელმაც გასულ წელს საზღვარგარეთ ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო გაიტანა კომპანია ბადაგონია.
სტუმარი: გიორგი სალაყაია - „ბადაგონი“ დამფუძნებელი;