მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გეგმავს პუტინი საწვავის კრიზისის მოგვარებას?

პუტინი

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში მცირე ზომის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების ქსელის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი. როგორც ირკვევა, აღნიშნული ინიციატივით მთავრობის სხდომაზე ზაბაიკალსკის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ოსიპოვი გამოვიდა. მან განმარტა, რომ მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ობიექტები თავდასხმების საფრთხის წინაშე დგანან, რის გამოც მცირე საწარმოო სიმძლავრეების მშენებლობის შესაძლებლობა უნდა იქნეს განხილული.

კრემლის ლიდერი ამ წინადადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ობიექტების ქსელის გაფართოება საწვავის წარმოებას სავარაუდოდ გაზრდის, თუმცა მინი-ქარხნების მშებლობას დრო და ინვესტიცია სჭირდება, რაც დღეს რუსეთს არ აქვს.

მინი-ქარხნების ინიციატივის დადასტურების პარალელურად, ქვეყანა აქტიურად იწყებს საწვავის იმპორტს ინდოეთიდან და სხვა ალტერნატიული ბაზრებიდან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტის გამო ვლადიმირ პუტინმა მთავრობის საგანგებო სხდომა ცოტა ხნის წინ გამართა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი დრონების მხრიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით მოლაპარაკებების საწარმოებლად უსაფრთხო ადგილს არ წარმოადგენს. თანაც, რუსეთის თავდაცვის ძალები პირობას დებენ, რომ რუსეთზე შეტევას გააგრძელებენ და ეტაპობრივად ყველა ნავთობქარხანას გაანადგურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები