მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გეგმავს თბილისის მერია ავარიული ფონდის ჩანაცვლებას?

BM.GE
30.05.23 16:57
414
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 40-მდე პროექტი განიხილება. როგორც მერიაში აცხადებენ, არაისტორიულ უბნებთან ერთად გრძელდება დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. 

პროგრამა, რომელიც მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას მოიაზრებს, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მათი ჩართულობით მოხდეს. სანაცვლოდ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიები, რომლებიც აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით მიმართავენ მუნიციპალიტეტს, სხვა უბანში, კ2 კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა მიეცემა. 

როგორ აპირებს თბილის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლებას ისტორიულ და არაისტორიულ ზონებში? ინტერესდება თუ არა ბიზნესი ადგილობრივი მთავრობის შეთავაზებით და რა იქნება რეაბილიტირებული უბნების ეკოლოგიური სარგებელი?

სტუმარი: გიორგი პაპავა - "თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები