მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლება სურსათის წარმოების მაჩვენებლები საქართველოში?

BM.GE
18.05.23 11:12
180
საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის და კვერცხის კი გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4%-ით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა.

სტუმრები: გიორგი ლიპარტელიანი - კომპანია „რძისამე“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;
რატი კოჭლამაზაშვილი -"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები