მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იცვლებოდა ბადაგონის მეწილეები წლების განმავლობაში

5a7ad6bb37152
BM.GE
07.02.18 14:36
1499
კომპანია ბადაგონში საგამოძიებო სამსახური შევიდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
კომპანია ბადაგონის 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ბადაგონში წილს ფლობდა „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედი“.

კერძოდ, აღნიშნული კომპანია 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა. 2013 წელს მისი წილი კომპანიაში 60%-მდე შემცირდა, 2015-ში კი ჯერ 50%-მდე, - შემდეგ კი კომპანია სრულად გიორგი სალაყაიას მფლობელობაში გადავიდა.

როგორც სალაყაიამ დღეს bm.ge-ს განუცხადა, კომპანიის წილზე პრეტენზია ვლადიმერ ჯანჯღავას აქვს, თუმცა მისივე თქმით, ჯანჯღავას კომპანიასთან შეხება უკვე 4 წელია აღარ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები