მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იღებენ ჰონორარს ქართველი მომხმარებლები სანქცირებული რუსეთის პირობებში?

BM.GE
09.03.22 11:39
667
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აქვეყნებს, რუსეთის საავტორო უფლებების ორგანიზაცია, RAO-ს მიერ საქართველოს ესტონელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილს. 

წერილში აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რუსული ბანკები სანქცირებულია და ვერ ხერხდება ტრანზაქციები, რუსეთი ესტონეთს და სხვა ქვეყნებს თხოვს, ჰონორარი გადაუხადონ საქართველოში არსებული, მისი პარტნიორი ორგანიზიაცია, GERA-ს მეშვეობით. აქვე ადასტურებს, რომ რუსეთს და GERA-ს აქვთ ნაყოფიერი თანამშრომლობა და GERA მზად არის, რომ დაეხმაროს რუსეთს ჰონორარის მიღებაში. 

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA - 2019 წელს დაფუძნდა, ასოციაციის საბჭოს წევრი, მომღერალი აჩი ფურჩელაძე ამბობს, რომ გერა რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაციის შვილობილი კომპანიაა, შესაბამისად საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მოუწეოდებს გერას, რუსეთის დახმარებაზე უარი თქვას. 

სტუმარი: გიგა კობალაძე - საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები