როგორ იღებენ დასავლეთისგან სანქცირებული საჯარო მოხელეები ხელფასებს? ეს კითხვა კიდევ ერთხელ აქტუალური იმ ფონზე ხდება, რომ „ქართული ოცნების“ სანქცირებულ მაღალჩინოსანთა სია სულ უფრო ფართოვდება და მიმდინარე თვეში უკვე ვიხილეთ ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციების დაწესება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე მოსამართლეების მიმართაც. მეორე მხრივ კი თავად ქართული ოცნების ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი გვარწმუნებს, რომ სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს შეუფერხებლად იღებენ. რა გზით შეიძლება იღებდნენ ქართული ოცნების სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს?