მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იმართება დღეს არსებული ვირუსული ინფექციები? - ინფექციონისტის განმარტება

638e18c26e51b
BM.GE
05.12.22 20:10
934
„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა შეშფოთებისა და განგაშის საბაბს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა. ინფექციონისტის თქმით, რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური სეზონური ვირუსები COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში მივიწყებული იყო, ახლა კი ისევ გააქტიურდნენ.

„ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების შესაბამისად“, -ამბობს შორენა კიწმარიშვილი.

ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით.

„ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომ ბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროებისას მიმართონ," - განაცხადა ინფექციონისტმა. 

მისივე თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა. რაც შეეხება პრევენციას, ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გზა ჰიგიენური ნორმების, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა, ხალხმრავლობაში პირბადის გამოყენებაა და რაც მთავარია, ვაქცინაცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები