საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მულტიბრენდული კომპანია ჯითი გრუპი 2026 წლიდან BYD-ის ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული დილერი გახდა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ BYD-ის ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა მწარმოებლის ოფიციალური გარანტიით უზრუნველყოფილი ავტოტექნიკა, მწარმოებლის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისი და ოფიციალური გარანტია, კვალიფიციური ტექნიკური გუნდი და ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.
ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის აღსანიშნავად კომპანიამ ქართული ბიზნეს მედიის წარმომადგენლები და სფეროს ლიდერები BYD-ის ყოველწლიურ E-Journey 2026 ექსკლუზიურ ღონისძიებაზე მიიწვია. ღონისძიებას ქალაქ ჯენჯოუში ბიემჯის გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა - რას ნიშნავს საქართველოს ბაზრისთვის ჯითი გრუპისა და BYD-ის თანამშრომლობა და რა სიახლეები აქვს ბრენდს, რომელმაც საქართველოსთან ერთად ჩინეთში 5 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


































