მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქმნება „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს

ბოგ
22.07.26 13:14
210

ქალაქში ბევრი ისეთი მცირე ბიზნესია, რომელსაც ერთხელ თუ აღმოაჩენ, შეუძლებელია, სხვას არ ურჩიო. პატარა კაფე, ორიგინალური კონცეპტ-მაღაზია, მყუდრო ღვინის ბარი თუ ფერადი ყვავილების მაღაზია ხშირად სწორედ რეკომენდაციებით პოულობს ახალ მომხმარებლებს. საქართველოს ბანკის ინიციატივა - „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ ამ ბუნებრივ პროცესს ახალ ფორმას აძლევს - სხვადასხვა ბიზნესი ერთმანეთს მომხმარებლებს უზიარებს და ერთიან ქსელს აყალიბებს.

როცა ერთი ვიზიტი მეორეს იწვევს

წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ყავის მაღაზიაში სტუმრობის შემდეგ ფასდაკლების ვაუჩერს იღებთ, რომელიც მიგიყვანთ სხვა საინტერესო სივრცეში, მაგალითად, კაფეში, რომელიც ტკბილეულით გაგიმასპინძლდებათ. იქ სტუმრობისას კი მორიგი შეთავაზება გხვდებათ - უკვე კიდევ ერთი მცირე ბიზნესისთვის.

ასე იქმნება „ჯაჭვი“, სადაც თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყაროდ იქცევა.

ამ მოდელს ბევრი უპირატესობა აქვს: ბიზნესი ახალ აუდიტორიას იძენს, მომხმარებელი კი ახალ ადგილებსა და ბრენდებს აღმოაჩენს, თანაც სპეციალური შეთავაზებით სარგებლობს.

როგორ მუშაობს მცირე ბიზნესის ჯაჭვი?

კამპანიის მექანიზმი მარტივია.

“ჯაჭვში” ჩართული ბიზნესი მომხმარებელს სტუმრობისას 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს გადასცემს, რომლის გამოყენებაც სხვა ბიზნესთან შეუძლია. შედეგად, მომხმარებელი ერთი ბიზნესიდან მეორეში გადადის და “ჯაჭვი” ბუნებრივად გრძელდება.

კამპანიაში ჩართვის შემდეგ:

  • ბანკიბიზნესს აწვდის კამპანიის მასალებს;
  • სივრცეშიგანთავსდება პოსტერი და ფასდაკლების ვაუჩერები;
  • მომხმარებელივაუჩერს მიიღებს და მას პარტნიორ ბიზნესში გამოიყენებს;
  • იქიდანკი ახალი შეთავაზებით კიდევ ერთ მცირე ბიზნესს აღმოაჩენს.

მცირე ბიზნესები, რომლებიც უკვე ჯაჭვში ჩაებნენ

პირველ ეტაპზე ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროში მოქმედი მცირე ბიზნესები:

Ganjina, Dodonut, Lunatic, City Hikers, JPG, mob.burgers, Wine Square, Maua.concept, Sio.

ეს კი მხოლოდ დასაწყისია - ჯაჭვი ეტაპობრივად გაიზრდება და მას კიდევ უფრო მეტი მცირე ბიზნესი შეუერთდება.

ვის შეუძლია ჩართვა?

„მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ მონაწილეობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც:

  • ფლობენსაქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშსა და POS-ტერმინალს;
  • მომხმარებლებსფიზიკურ სივრცეში მასპინძლობენ;
  • მზადარიან, ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესებიდან მისულ მომხმარებლებს 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზონ.

მეტი, ვიდრე ფასდაკლება

ფასდაკლება ამ ინიციატივის მხოლოდ ერთი ნაწილია. მთავარი იდეა მცირე ბიზნესებს შორის თანამშრომლობაა.

მცირე ბიზნესებისთვის ახალი მომხმარებლის მოზიდვა ყოველდღიური ამოცანაა. მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ კი ახალ მიდგომას გვთავაზობს - რა მოხდება, თუ ბიზნესები ერთმანეთისთვის ახალი მომხმარებლების რეკომენდაციის წყაროდ იქცევიან?

თუ ფლობ მცირე ბიზნესს და გინდა, შენი კომპანია ამ ჯაჭვის ნაწილი გახდეს, შეგიძლია შეავსო განაცხადი და შეუერთდე ინიციატივას. შესაძლოა, შენი შემდეგი მომხმარებელი სწორედ პარტნიორი ბიზნესიდან მოვიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები