ამერიკაზე დიდი ხანია დაწყებული საუბრები მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური და რაც მთავარია, ფინანსური ჰეგემონიის დასრულების შესახებ. საუბრები მიდის, მაგრამ ქარავანი არ ჩერდება და მიდის, დოლარი მყარად არის დარჩენილი ყველა სტატისტიკით, როგორც მსოფლიო ანგარიშსწორების უმთავრესი საზომიც და ვალუტაც. ასეთ სისტემურ დომინაციამდე ამერიკამ დიდი და საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა.