ის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ვიყენებთ სკოლაში, უნივერსიტეტში, ოფისსა თუ სახლში, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ისტორია იმალება მის უკან. 29 ოქტომბერი ბურთულიანი კალმის გამოშვების დღეა, რომელმაც წერა უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადა. პირველი ბურთულიანი კალამი 1945 წელს მხოლოდ $12.5-ად გაიყიდა, ხოლო დღეს ის გლობალური ბიზნესის ნაწილია. როგორ შეიქმნა გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობა შეცვალა, ვინ აქცია ის მასობრივი წარმოების პროდუქტად და რა მასშტაბის ბაზარი დგას ერთი შეხედვით უბრალო კალმის მიღმა?






























