Galt & Taggart-ის ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი ბინების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში ამ პერიოდისთვის 3 944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10.0%-იანი კლებაა.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შემცირება ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ) იყო განპირობებული; ამასთან, მეორად ბაზარზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ).
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ბაკურიანში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასი კი გაიზარდა. II კვარტალში კურორტზე სულ 209 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელს სამთო კურორტზე გაყიდული ბინების რაოდენობაზე 9.9%-ზე ნაკლებია, ხოლო კვარტალურად გაყიდვის მაჩვენებელი 10.7%-ითაა შემცირებული.
სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი; ზურაბ თავყელიშვილი - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი;