მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლება მცირე ბიზნესისთვის შემოსავლების აღრიცხვის წესი - ბრძანება

ბურალტრული

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ახალი ბრძანებით, ცვლილება შედის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომელიც გადასახადების ადმინისტრირების პროცესს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს პროცედურების მეტად გაციფრულებასა და ბიუროკრატიის შემცირებას და ძალაში 2026 წლის 1 აგვისტოდან შევა. რეფორმის შედეგად, ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც აქვთ უფლება ისარგებლონ გამარტივებული სააღრიცხვო წესით, შეუმსუბუქდებათ ადმინისტრაციული ტვირთი.

აქამდე არსებული წესით, კომპანიას წლის განმავლობაში ერთი სააღრიცხვო წიგნი უნდა ჰქონდეს, თუმცა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგალითად, თუ ბიზნესს რამდენიმე ფილიალი ან ობიექტი აქვს სხვადასხვა რეგიონში), ნებადართულია ერთზე მეტი წიგნის ქონაც.

  • შენახვის ვადა: გამარტივებული აღრიცხვის წიგნის შენახვის სავალდებულო ვადად მინიმუმ 3 წელი განისაზღვრა.
  • შეცდომების შესწორება: წიგნში შეცდომის შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და თარიღით მინიშნებული (ქაღალდის ვერსიის შემთხვევაში, საჭიროა ხელმოწერა და ბეჭედიც, ასეთის არსებობისას).

მთავარი სიახლე აღრიცხვის ფორმატს ეხება. გადამხდელებს ოფიციალურად ეძლევათ შესაძლებლობა, შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი აწარმოონ როგორც მატერიალური (ქაღალდის), ისე ელექტრონული ფორმით. ამასთან, ელექტრონული ფორმის არჩევის შემთხვევაში, იხსნება ვალდებულება, რომ წიგნი იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული ბეჭდითა თუ ხელმოწერით.

ბრძანების ახალი რედაქციით განისაზღვრა შემდეგი ძირითადი წესები:

  • რამდენიმე სააღრიცხვო წიგნის ქონის უფლება: წესის მიხედვით, პირს საგადასახადო წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ერთი აღრიცხვის წიგნი, თუმცა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგალითად, თუ ბიზნესს რამდენიმე სტაციონარული ობიექტი აქვს სხვადასხვა რეგიონში), ნებადართულია ერთზე მეტი წიგნის წარმოებაც.
  • ყოველდღიური ჯამური შემოსავლების ასახვა: თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ ნაკადთან, მას უფლება ეძლევა ყოველდღიური ჯამური შემოსავალი წიგნის მეოთხე სვეტში ასახოს მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს, საკონტროლო-სალარო აპარატის (ჩეკის) ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით, ნაცვლად თითოეული ოპერაციის ცალ-ცალკე შეტანისა.
  • შენახვის ვადა: მკაცრად განისაზღვრა, რომ აღრიცხვის წიგნის შენახვის სავალდებულო ვადა შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
  • შეცდომების შესწორება: წიგნში შეცდომის შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და მითითებული უნდა იყოს თარიღი. ქაღალდზე ნაბეჭდი ვერსიის შემთხვევაში, შესწორება დამატებით უნდა დამოწმდეს გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობისას).

ბრძანებაში მკაფიოდ გაიწერა, რომ პირი, რომელიც კარგავს გამარტივებული აღრიცხვის წესის გამოყენების უფლებას ან აღარ არის ვალდებული აწარმოოს იგი, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული წიგნის წარმოება და გადავიდეს სტანდარტულ სააღრიცხვო სისტემაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები