მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლება სასაწყობე-ლოგისტიკური ბაზარი საქართველოში - რას ამბობს „გალტ & თაგარტის“ კვლევა?

საქართველოში სასაწყობე ფართების მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდა და იჯარის ფასების სტაბილიზაციაა მოსალოდნელი - ამის შესახებ საუბარია გალტ & თაგარტის კომპლექსურ კვლევაში, რომელიც საინვესტიციო კომპანიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა. კვლევის თანახმად, 2025 წელს თბილისში სასაწყობე ფართი 1 მლნ 260 ათას კვ.მ-ს შეადგენდა, თუმცა ამ მოცულობის 80%-ზე მეტი დაბალი კლასის საწყობები იყო. ამავდროულად, 2022 წლიდან ქირის ფასი 60%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 6.3 დოლარს მიაღწია. გალტ ენდ თაგარტის კვლევა ამბობს, რომ ეს ზრდა ნაწილობრივ, სწორედ მაღალი კლასის ფართების დეფიციტით არის განპირობებული. ორგანიზაციის პროგნოზით, 2027 წლის ბოლომდე მიწოდება 31%-ით გაიზრდება - დაგეგმილი პროექტების 85% კი სამგორსა და თბილისის შემოსასვლელებშია კონცენტრირებული. როგორია სასაწყობე სივრცეების განვითარების დინამიკა საქართველოში და როგორია ამ ტიპის სივრცეების საინვესტიციო მიმზიდველობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები