მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლება სურსათის ფასების გლობალური ინდექსი? - #FAO-ს პროგნოზი

სურსათის გლობალური ფასების გაეროს ინდექსი აგვისტოში ოდნავ შემცირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კერძოდ, ინდექსმა ივლისის 121 პუნქტიდან აგვისტოში 120,7 პუნქტამდე იკლო. შაქრის, ხორცისა და მარცვლეულის გაიაფებამ რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთზე ფასების ზრდა დააკომპენსირა. ამასთან, აგვისტოს მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელ დონეზე 1.1%-ით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკზე 24.7%-ით დაბალი იყო.

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების მონიტორინგისთვის ფასების ინდექსი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გამოითვლება. ორგანიზაციამ წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი 2,8 მლნ ტონით, 2,851 მლრდ ტონამდე შეამცირა, რაც, თითქმის, 2023 წლის დონის იდენტურია. კლება, ძირითადად, ფურაჟული მარცვლეულის მოსავლის გაუარესებას შეეხება, რისი მიზეზიც ევროკავშირში, უკრაინასა და მექსიკაში სიცხეები და გვალვაა.

ამასთან, 2024/25 სეზონურ წელს მარცვლეულის გლობალური გამოყენების პროგნოზი, ივლისთან შედარებით, 4,7 მლნ ტონით, 2,852 მლრდ ტონამდე შემცირდა, რაც, 2023/24 სეზონურ წელთან შედარებით, 0,2%-ით მეტია.

სააგენტომ, ასევე, 2024/25 სეზონური წლის ბოლოსთვის მარცვლეულის გლობალური მარაგის შესახებ თავისი პროგნოზი 4,5 მლნ ტონით, 890 მლნ ტონამდე შეამცირა.

სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - "FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი მრჩეველი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები