მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი?

BM.GE
11.07.22 11:12
366
საქართველოს კანონმდებლობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა, თუმცა ჩვენთან არსებული პრაქტიკა ამბობს, რომ მისი გათვალისწინება ბიუჯეტში შესაძლებელი იყო. 

კვლევაში, რომელიც IDFI-იმ მოამზადა ნათქვამია, რომ 2021 წელს ჯამურად გამოყოფილი თანხების 38.5% მთავრობის ადმინისტრაციაზე გაიცა საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 8.2 მლნ ლარი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით ჩასატარებელი საახალწლო და წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვისთვის იყო გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ იდენტური მიზნობრიობით 282,000 ლარი სარეზერვო ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც გამოეყო. მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი თანხებიდან 3.7 მლნ ლარამდე გათვალისწინებული იყო ლობისტურ მომსახურებაში - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პროცესის მხარდასაჭერად, ასევე აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენის პროცესში დახმარების მიზნით აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად. 

სტუმარი: მარიამ გოგიაშვილი - IDFI-ის ანალიტიკოსი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები