მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იყენებს “განჯინა” საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს და ინტერნეტბანკს ზრდისთვის

განჯინა
19.11.25 12:14
240
სტატიაში საუბარია:

„განჯინა” თანამედროვე, კონცეპტუალური საკონდიტროა თბილისში, რომლის ისტორია წლების წინ ერთ ბინაში, პატარა ღუმლით დაიწყო. დღეს კი უკვე კაფე-საკონდიტრო, 20-მდე თანამშრომლითა და მუდმივად მზარდი ერთგული მომხმარებლების ბაზით არის წარმოდგენილი.

„განჯინა იყო ერთ-ერთი პირველი საკონდიტრო, რომელმაც მომხმარებელს განსხვავებული დიზაინის ტკბილეული შესთავაზა. ჩვენთან ყოველი დეტალი მომხმარებლის ხასიათსა და სურვილებზეა მორგებულია. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური პროდუქტები, მაგალითად - „ქუქი ფაი“, ასევე ვქმნით სივრცეს საინტერესო გამოცდილებებისთვის, მაგალითად, ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ხელით შექმნას ტორტი საყვარელი ადამიანისთვის“, -ამბობს კომპანიის დამფუძნებელი სოფო ჩიქოვანი.

სოფოსთვის, როგორც ბიზნესის ლიდერისთვის, დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები „განჯინაში“ სწრაფად, და მარტივად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით სრულდება.

„განჯინაში ყველა დესერტი მზადდება დიდი სიყვარულით. სწორედ ამიტომ გვყავს უამრავი ერთგული მომხმარებელი. ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში კი ძალიან გვეხმარება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი. ეს პლატფორმები ხელს გვიწყობს, მეტი დრო დავუთმოთ შემოქმედებითობას და მომხმარებელთან ურთიერთობას“, - აღნიშნავს სოფო.

თუ თქვენი ბიზნესი ჯერ კიდევ არ სარგებლობს ამ პლატფორმებით, „განჯინას“ მაგალითი ნათელი დასტურია, რომ დროა, მათი შესაძლებლობები თქვენც გამოსცადოთ - განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს ბანკის სპეციალური კამპანიის ფარგლებში, შეგიძლიათ მიიღოთ:

  • უფასო გადარიცხვები ნებისმიერ ვალუტაში;
  • 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათით გადახდისას.

გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ ამ ბმულიდან. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით. ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები