რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სადამსჯელო ზომა მიიღო, მათ შორის, ევროკავშირმა სანქციების ათობით პაკეტი წარადგინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე რიგმა საერთაშორისო მოთამაშეებმა ანალოგიური შემზღუდავი რეგულაციები მიიღეს. მართალია, სანქციები დროთა განმავლობაში მეტად გამკაცრდა და ფართო მასშტაბები შეიძინა, თუმცა, ამის მიუხედავად რუსეთი ევროპასთან ვაჭრობის შესანარჩუნებლად სხვადასხვა გზის ძიებას განაგრძობს - როგორ და რა ხერხებით ცდილობს რუსეთი ამ ყოველივეს და ყველაზე მეტად, რომელი ქვეყანა ეხმარება მას ამ პროცესში?