საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები რეგიონულ ჭრილში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2016 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე საბაზისო ფასებში 29 მილიარდ 323 მილიონი ლარი შეადგინა.
თბილისში შეიქმნა ჯამში ყველაზე დიდი მოცულობის საქონელი და მომსახურება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, თბილისში 2016 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, - 14,2 მილიარდი ლარის პროდუქცია შეიქმნა. შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3,0 მილიარდი ლარით.
მლნ. ლარი
თბილისი 14 297
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 3 074
ქვემო ქართლი 2 348
აჭარა 2 498
სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 064
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 1 812
კახეთი 1 700
სამცხე-ჯავახეთი 883
გურია 644

























