მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იზრდებოდა მესის შემოსავლები

5b33a898e0d83
ბექა ბაციკაძე
27.06.18 21:00
2600
ბოლო 9 წლის განმავლობაში ლიონელ მესიმ 550 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ 2018 წელს გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.

როგორ იზრდეობა მესის შემოსავლები, მის ფიზიკურ და კარიერულ ზრდასთან ერთად?!

მესის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა - კონკრეტული ჰორმონის დეფიციტის გამო არ იზრდებოდა. მისი პირველი კონტრაქტი ხელსახოცზე გაფორმდა, კატალონიის „ბარსელონას მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, კარლეს რექსაჩმა, პატარა ლეოს და მის ოჯახს, წარმოუდგენელი ციფრები შესთავაზა.
მკურნალობის ხარჯებს კლუბი ანაზღაურებდა, რაც თვეში 1000 დოლარი იყო, ასევე კონტრაქტი ითვალისწინება ოჯახის ესპანეთში ცხოვრების ხარჯებს, წელიწადში 64 000 დოლარის ოდენობით. პირველი ნამდვილი კონტრაქტი კი 2004 წელს გაფორმდა. 1500 ევროს ანაზღაურებით (ყოველკვირეულად), რომელიც 10 000 ევრომდე გაიზარდა „ბარსას“ ძირითად გუნდში პირველი ჩატარებული თამაშის შემდეგ.

ამის შემდეგ, ლიონელ მესის შემოსავლები, ფიზიკური და კარიერული ზრდის ტემპი მწვერვალისკენ მიიწევდა და მიიწევს. სად არის უმაღლესი წერტილი, ჯერ კიდევ არ ვიცით.

2005 წელს მესიმ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 1,2 მილიონი ევროს ანაზღაურებით, აქ არ შედის ინდივიდუალური და საკლუბო წარმატების ბონუსები. ამის შედეგ, 3 თვეში, მან ახალი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო, 2014 წლამდე, 2,4 მილიონი ევროს ხელფასით.

2007 წელს მისი ხელფასი უკვე 4,8 მილიონ ევროს შეადგენდა და ამავე წელს, მესი ბარსელონას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, 7,8 მილიონი ევროს ხელფასით.

2009 წელს კიდევ ერთი, 7 წლიანი კონტრაქტი გაფრომდა, რომელიც 12 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებდა. მისი გამოსყიდვა კი, ხელშეკრულების მიხედვით, 250 მილიონი ევრო ღირდა. ბოლოს წინა კონტრაქტი 2014 წელს გაფორმდა, ხელფასი 20 მილიონი ევრო; გამოსყიდვა - 300 მილიონი ევრო.

ამ დროისათვის უკანასკნელი შეთანხმება კი 2017 წლის ნოემბერში შედგა. ამერიკული Forbes ინფორმაციით, მხოლოდ ხელფასის სახით მესი კვირაში 570 000 ევროს იღებს, რაც წლიურად, თითქმის 30 მილიონი ევროა. მისი ავტომატური გამოსყიდვა კი 700 მილიონი ევრო ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები