მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება მულჩირება და რით განსხვავდება ქიმიური სასუქებისგან? - განმარტება

მულჩი

მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარიული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია.  

მულჩით, ნიადაგი იფარება და შედეგად იგი ორგანული მასით მდიდრდება. მულჩს, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი რაიონებისთვის. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს ნალექების მოსვლისას. მულჩი, როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე დეკორატიულ კულტურებში გამოიყენება. 

რაც შეეხება ქიმიური სასუქებს, ეს არ არის ბუნებრივი და გრძელვადიან პერიოდში, ქიმიური სასუქების გამოყენება ან ბოროტად გამოყენება გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე და მცენარეთა ზრდაზე, რომლებიც საბოლოოდ უფრო სუსტები და დაავადებებისადმი მიდრეკილები ხდებიან.

„ჯეო მულჩის“ დირექტორი კოტე გოგალაძე Bm.ge-სთან  ამბობს, რომ მულჩირებას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს და ის სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ფერმერი მულჩირებით იღებს. 

„პროდუქტი იმდენად გამდიდრებულია, ბიოლოგიური ნივთიერებებით, რომ თუ ფერმერი მას მოიხმარს, საერთოდ აღარ  იქნება საჭირო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მულჩირებისას მცენარეს დაავადებები აღარ უჩნდება. ბიო მულჩი იმდენად განვითარებულია ბიოლოგიური ნივთიერებებით, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო ნიადაგის ქიმიური დამუშავება. ბიო ორგანულ მულჩი ქიმიურ ნივთიერების გამოყენებას აუცილებლად ჩაანაცვლებს, რადგან როცა ამ მულჩს მოიხმარ ქიმიური ნივთიერებები საჭირო აღარ არის.

მაგალითად, მულჩის დადებითი თვისებებია, რომ მცენარეს დაავადებები, ჭრაქი აღარ უჩნდება, ბარვა და თოხვნა აღარ სჭირდება გლეხს და მიწაზე სარეველა მცენარეები აღარ ხარობს. ასევე, დაახლოებით 8 გრადუსია განსხვავება ტემპერატურა მიწასა და ზედაპირს შორის. ასევე, წყლის მოხმარებას ამცირებს 50% -ით და ქიმიური დანამატები საჭირო აღარ არის რასაც დღეს აქტიურად მოიხმარენ ფერმერები.

ქიმიური სასუქებისგან, იმით განსხვავდება, რომ ასევე „ბიო ორგანული მულჩი“ უსაფრთხო პროდუქტია.

რაც შეეხება მულჩირების მოხმარების პერიოდს, 2-3 წელიწადში გადახალისება სჭირდება, რადგან ეს ბუნებრივი ხისგან არის დამზადებული და დროთა განმავლობაში ნეშომპალად გარდაიქმნება. თუ ფერმერი მას მაგალითად,  10 კვადრატზე დაყრის პირველ ეტაპზე, 2-3 წელიწადში 15-20% სჭირდება გადახალისება. ის მიწას ანაყოფიერებს და მოსავლიანობასაც ზრდის“, - განაცხადა კოტე გოგალაძემ.

რაც შეეხება, მულჩის დამუშავებას, ამასთან დაკავშირებით, Bm.ge-ს „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელი მიხეილ მესტვირიშვილი ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ მულჩი სრული ტექნოლოგიის დაცვით უნდა იყოს წარმოებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები