მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხვდება სასტუმრო ბიზნესი ზამთრის სეზონს?

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ნაწილში პირველი თოვლი მოვიდა, ბაკურიანსა და გუდაურში კი ამ დრომდე ზამთრის სეზონის ოფიციალურ დაწყებას ელოდებიან. სეზონის სტაბილურობა პირდაპირ დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გარეშე ფაქტორებთან ერთად, სასტუმროები განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობენ პერსონალის შენარჩუნებასა და გადამზადებაზე.გარდა ამისა, ფასების ზრდამ – როგორც კომუნალურებში, ისე საკვები პროდუქტებსა და მომსახურებებზე – ზეწოლა მოახდინა საოპერაციო ხარჯებზე. სასტუმროების ნაწილი ამ ტვირთს თავად იღებს, ნაწილი კი ფასებს ადაპტირებულად ზრდის.

რამდენად მომზადებულები ხვდებიან ზამთრის სეზონს სამთო კურორტები და რა ღირს წელს დასვენება?

სტუმარი: ერეკლე კოკაია - „Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები