მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხვდებიან წინასასკოლო პერიოდს “ბიბლუსში”?

ბიბლუსი

ბევრისთვის, სექტემბრის დასაწყისი სკოლასთან, უნივერსიტეტთან და ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელ ჟრიამულთან ასოცირდება. სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეა კერძო სექტორისთვისაც, რადგან ამ დროს საშვებულებო პერიოდი მთავრდება, ხოლო დასვენებული თანამშრომლები საქმეს სრული შემართებით უბრუნდებიან. შემოდგომის დასაწყისი, ტრადიციულად, დატვირთულია მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსისთვისაც”, სადაც მოსწავლეები და მათი მშობლები სხვადასხვა პროდუქციას ყიდულობენ.

როგორც “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, პანდემიის დროს “ბიბლუსის” ფიზიკურ მაღაზიებში არსებული მომხმარებლების ნაკადი შემცირდა, მაგრამ 2024 წლის სექტემბერში გამოცოცხლება შეინიშნება, რომელიც გვაიმედებს, რომ წინა წლებში დაფიქსირებულ შედეგებს ვაჯობებთ.

“სექტემბერი “ბიბლუსისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, საკანცელარიო ნაწილში, კომპანიას, ერთ-ერთი ძირითადი რგოლი უჭირავს საქართველოს ბაზარზე. საერთო ჯამში, წინა წლებთან შედარებით წელს ვითარება გამოცოცხლებულია. როგორც იცით, პანდემიის დროს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ნაკადები შემცირდა, მაგრამ წელს ბევრად კარგ შედეგებს ველოდებით, რაც აგვისტომაც გვანახვა, რომელიც სასექტემბრო სამზადისის ერთგვარი დასაწყისია. სექტემბერში ბოლო წლების შედეგების გაუმჯობესებას ველოდებით.

ყველაზე ხშირად გაყიდული პროდუქციის ჩამონათვალში სასკოლო ჩანთებს, პენლებს, რვეულებსა და მსგავს სასკოლო ატრიბუტიკას ვხვდებით. კონკრეტული ნიშის დაკავება გვსურს, რისთვისაც ჩვენი ბრენდი გავაკეთეთ, მაგრამ, ცხადია, ექსკლუზიური ბრენდებიც გვყავს. ჩვენდა სასიხარულოდ, საშუალება გვაქვს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კომპლექტი გავაკეთოთ - გვიხარია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საქმეში გვერდით გვიდგას”, - განაცხადა “ბიბლუსი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები