მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მიიღეს ინვესტორებმა ირანის ქმედება?

ბირჟა

ინვესტორებმა ირანის მიერ კატარის და ერაყის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის განხორციელება პოზიტიურად მიიღეს, რადგან, როგორც ირკვევა, სარაკეტო დარტყმა შურისძიებას ემსახურებოდა და ის არ წარმოადგენდა რეალურ საპასუხო ზომას აშშ-ის წინააღმდეგ.

საქმე ისაა, რომ შეტევის დროს ირანმა ზუსტად იმდენი რაკეტა გამოიყენა, რამდენი ბომბიც ჩამოაგდო აშშ-ის საჰაერო ძალებმა ოპერაცია „შუაღამის უროს“ ფარგლებში, ეს კი სამხედრო თვალსაზრისით მხარეებს შორის ანგარიშის გასწორებას და დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას შეტევის შესახებ ცნობები წინასწარ ჰქონდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც ესკალაციის საჭიროებას არ აჩენს და ამაზე პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაც მიუთითებს, რომელიც ამბობს, რომ მას მშვიდობის დამყარება და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დასრულება სურს.

კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ინვესტორებმა პოზიტიურად შეაფასეს, რადგან ამერიკული ფლაგმანური ინდექსების (S&P 500, Nasdaq, Dow Jones) შეფასება საშუალოდ 0.70%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ნავთობს, ის 8%-ით გაიაფდა, რადგან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად, Brent-ის ფასი 71 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ღირებულება $68-ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები