ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა.
მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, როგორც ცნობილია ქალაქში 10 ათასამდე ასეთი სახლი არსებობს. როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და რა ტიპის პროცედურებს ითვალისწინებს მერიის ჩანაცვლების პროგრამა
სტუმარი: ქვარა ჩართოლანი - თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანელი;
რუბრიკის წამყვანი: სერგი გიორგაია - "ტასჰაბის" დამფუძნებელი, რუბრიკის ავტორი;