მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს CITYZEN-ის პროექტი და რა არის კომპანიის ფინანსური მდგრადობის გარანტია?

Cityzen

თბილისის ცენტრში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ამერიკული IG International-ის ჰოლდინგში შემავალი City Development-ი მრავალფუნქციურ კომპლექსს, CITYZEN-ს აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია.

რა ეტაპზეა კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები, რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს და როდის დასრულდება CITYZEN-ი პროექტი - ამ კითხვებს BMGtv-ის გადაცემა ,,ბიზნესის კვირეულში" City Development-ის დირექტორმა, გოგა მაჭავარიანმა ისაუბრა.

"ხიმინჯების და ქვაბულის პერიმეტრული გამაგრება ბოლომდე დასრულებულია. მოწყობილია საყრდენი კედლები, ანუ მთლიანი კომპლექსი იღებს ფორმას, როგორი იქნება საბოლოოდ. ასევე, დასრულდა შემოვლითი გზა და ძალიან მალე ყველა საძირკვლის სამუშაო დასრულებული იქნება. ყველა სამუშაო უსწრებს გეგმას.

მშენებლობის საბოლოო დასრულების ვადა 2026 წელის დეკემბერია. ამაში შედის ყველა ბლოკი, ინფრასტრუქტურა და შიგნით გამორჩეული სივრცეები. გარდა იმისა, რომ კომპლექსი მოიცავს პერსონალურ ტბას, შიდა ეზოს, რეკრეაციულ ზონას, ასევე იქნება ბევრი ისეთი სივრცე რომელიც სხვა კომპლექსებში არ გვხვდება. ახლა ვმუშაობთ, რომ კომპლექსში იყოს პერსონალური არტ გალერიაც. კიდევ ბევრი ასეთი სიახლეა რაც ვმუშაობთ და ეტაპობრივად შევთავაზებთ საზოგადოებას", - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

City Development-ის დირექტორმა, ასევე CITYZEN პროექტის ფინანსურ მდგრადობაზე ისაუბრა.

"მშენებლობის პროცესი დავიწყეთ საკუთარი კაპიტალით, თუმცა ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ბანკის მხარდაჭერა. სანამ პროექტი მიმდინარეობს "საქართველოს ბანკი" არის ჩვენი გარანტი, რომ პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იპოთეკური პროგრამა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ბინა შეიძინოს პირდაპირ CITYZEN-ში ქონების გირავნობის გარეშე. ასევე ისიც, რომ მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, თუ კომპანიას დასჭირდა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა არსებობს მყარი ფინანსური ინსტიტუტი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ინფორმაციისთვის, პროექტი პრემიუმ-კლასის მულტიფუნქციურ კომპლექსს 4 საცხოვრებელ ბლოკს და ბიზნესთაუერს მოიცავს. კომპლექსის მშენებლობა 46,000 კვ. მეტრზე მიმდინარეობს, საიდანაც 23,000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. პროექტის ეკოლოგიურობას განსაკუთრებით აუმჯობესებს ის ფაქტი, რომ CITYZEN-ის მიმდებარედ ცენტრალური პარკის განვითარება მიმდინარეობს, რომელიც 50 ჰა-ზე მწვანე ზონის მოწყობას ითვალისწინებს.

City Development-ის მიზანი საქართველოში უპრეცედენტო სტანდარტის პროექტის განხორციელება და უძრავი ქონების ბაზარზე ახლებური ხედვის დანერგვაა. CITYZEN-ის გარდა, კომპანია საქართველოს მასშტაბით არაერთ წარმატებულ პროექტს ფლობს, მათ შორისაა: City Mall საბურთალო, City Mall გლდანი, თხილის პლანტაციები და გადამმუშავებელი ქარხნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები