მიწის ამზომველებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ - იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირს, რომელსაც არ ექნება გავლილი სპეციალური სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატი, ეკრძალება საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შესრულება. როგორი ეფექტი ექნება ცვლილებას და ზოგადად, როგორ მიმდინარეობს მიწების რეგისტრაცია?
სტუმარი: თეო ზაქარაშვილი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი იურისტი;