როგორ მიმდინარეობს საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-in Georgia, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლისთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. შედეგად კი, ჯამში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა 500,000 ადამიანს გაუჩნდება. BMG-ის მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ მოიკითხა ინტერნეტ-მაგისტრალის მშენებლობის ტემპი და შუალედური შედეგები. ის ინტერნეტიზაციის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ოუფენ ნეტის ხელმძღვანელ მარიამ სულაბერიძეს ესაუბრა. რამდენი კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი აშენდა უკვე და რა თანხაა დახარჯული ამ დროისთვის?