მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც დღეს 32 საკითხზე იმსჯელეს, ჟურნალისტების კითხვებს მხოლოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უპასუხა. კითხვების ძირითადი ნაწილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტემპს შეეხებოდა. ამ თემაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმაც ისაუბრა. „სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი“ - თქვა ირაკლი კობახიძემ. რას პასუხობს განათლების მინისტრი იმ მოსწავლეების მშობლებს, რომელთაც სკოლების რეაბილიტაციის გამო, შვილების სხვა სკოლებში ტარება უწევთ?