თბილისის მერია ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამას აგრძელებს. როგორც ადგილობრივი მთავრობის წევრები აცხადებენ, 2-3 წლიან პერსპექტივაში ყველა დაზარალებულის გასტუმრება იქნება შესაძლებელი.
ამ მიზნით მერია სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს, რომ მათ მიერ დაწყებული კორპუსები აშენდეს და მოსახლეობამ კუთვნილი ბინები მიიღოს. საუბარია, როგორც 2008 წლის პერიოდში თბილისში ვერ აშენებულ სახლებზე, ისე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაზარალებულ ათასობით ოჯახზე. 1998 წელს საქართველოს ხელისუფლებამ 3 500 ოჯახი დაზარალებულად ცნო, მათი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა კი თბილისის მერიამ წინასაარჩევნოდ დადო. რამდენი ოჯახის გასტუმრება მოხერხდა ამ დრომდე და როგორ მიდის პროცესი?
სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი;