მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

6346a48d81d8a
BM.GE
12.10.22 16:03
688
2019 წლიდან დღემდე, საქართველოში მოქმედებს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და 2022 წელს ეს მაჩვენებელი 115 მლნ ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე, კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მიიღოს მსურველმა სესხის უზრუნველყოფა:

რას გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

გაქვთ სურვილი წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გააფართოვოთ არსებული?

ამისთვის გჭირდებათ სესხი, თუმცა კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გთხოვთ სესხის უზრუნველყოფას?

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა. პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცებული სესხის გარანტიას არაუმეტეს 80%, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამის რომელი მიმართულებების ფარგლებშია შესაძლებელი სესხის აღება?

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, შეგიძლიათ დაიწყოთ ან გააფართოვოთ წარმოების/მომსახურების ფართო სპექტრში არსებული ბიზნესი, რომელიც მოიცავს 400-ზე მეტ ეკონომიკურ საქმიანობას. დეტალური ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3yvMMSL

რა მოცულობის სესხებს გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

სესხის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტის მომსახურებით ისარგებლებთ:

კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

*გაითვალისწინეთ, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ახალი სესხის აღება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

თუკი პროგრამაში მონაწილეობა გსურთ, მიმართეთ კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სესხის დამტკიცების შემდეგ სააგენტო განიხილავს თქვენს განაცხადს და ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხდებით ჩვენი პროგრამის ბენეფიციარი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე - 1525.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები