ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში, 3030 საარჩევნო უბნიდან 2262-ში ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობები განთავსდება. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარიმართება. როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით?