სენტიმენტების გაუმჯობესება ლარის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.
მიმოხილვაში საუბარია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობაზე. სენტიმენტებმა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, თუმცა ეს ლარის კურსზე არ ასახულა, რაც ძლიერი სავალუტო შემოდინებების დამსახურებაა. მეორე მხრივ, თუ სენტიმენტები გაუმჯობესდება, ეს უკვე კურსზე გამყარების მიმართულებით შესაძლოა აისახოს.
ამასთან, ძლიერმა სავალუტო შემოდინებება ეროვნულ ბანკს რეზერვების გაზრდის შესაძლებლობა მისცა.
"წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი, სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე, ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა",- აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.
"თიბისი კაპიტალმა" ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა