მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება აგრო ბიზნესისთვის – ყველაფერი, რაც აგრო სესხებზე უნდა იცოდეთ

საქართველოს ბანკი
BM. GE
19.09.23 11:37
99
სტატიაში საუბარია:

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება აგრო ბიზნესისთვისყველაფერი, რაც აგრო სესხებზე უნდა იცოდეთ

სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყების უამრავი შესაძლებლობაა. საქმიანობის მასშტაბებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, მეწარმეები მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე დგანან, მაგალითად: მათ შეუძლიათ მცენარეების მოყვანით, ცხოველების გაზრდით, რძის პროდუქტების წარმოებით ან საერთოდაც თევზის მოშენებით დაკავდნენ.

ყველა მიმართულებას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოხსენებული საქმიანობების საოპერაციო ხარჯები. აგრო ბიზნესის წამოწყების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვაა, რადგან ეს საქმიანობა საკმაოდ კაპიტალინტენსიურია და ის მრავალწლიან ინვესტირებას მოითხოვს.

მეწარმეთათვის აგრო ბიზნესის დაფინანსების მოსაპოვებლად რამდენიმე მეთოდია ხელმისაწვდომი, ესენია:

კაპიტალის დაგროვების გზა

ეს წლების განმავლობაში თანხის დაზოგვას და ბიზნესის დასაწყებად საჭირო ბიუჯეტის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული მეთოდი ყველაზე დაბალრისკიანია, თუმცა ის ყველაზე მეტ დროს მოითხოვს და, შესაძლოა, მხოლოდ დანაზოგი საკმარისი მაინც ვერ აღმოჩნდეს ბიზნესის დასაწყებად.

ახლობლებისგან დახმარების მიღება

ბიზნესის დასაწყებად ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიმართავენ. მართალია, ამ მეთოდით გარკვეული მოცულობის თანხის დაგროვება არის შესაძლებელი, თუმცა ის არამდგრადია და ახლობლების კეთილგანწყობაზე ბიზნესგეგმის დაშენება გონივრული სულაც არ არის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალს სწორედ თქვენი საყვარელი ადამიანები მიიღებენ. 

ინვესტიციის მოზიდვა

სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტიანია, თუკი თქვენ უკვე გაქვთ წარმატებული სამეწარმეო გამოცდილება და ინვესტორებიც გენდობიან, მაგრამ თუ დამწყები მეწარმე ხართ, მაშინ თქვენი იდეით ინვესტორის დაინტერესების შანსი საკმაოდ დაბალი იქნება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დახმარების სანაცვლოდ ინვესტორები ბიზნესის წილს მოითხოვენ, რაც, შესაძლოა, თქვენთვის მისაღები პირობა არ იყოს.

საბანკო დაფინანსების მიღება

ეს აგრო ბიზნესის დაწყების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბანკი მზადაა, რისკი საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა ინვესტორისგან განსხვავებით, ის ამის სანაცვლოდ ბიზნესის წილს არ მოითხოვს.

საქართველოს ბანკი აქტიურად ცდილობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, სწორედ ამიტომ ბანკს აგრო ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტების ფართო არჩევანი აქვს:

აგრო სესხი დამწყები ბიზნესმენებისთვის

საქართველოს ბანკი საშუალებას გაძლევთ, აგრო ბიზნესი შემოსავლებისა და ბრუნვის დადასტურების გარეშე დაიწყოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ 36-დან 48 თვემდე პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ სესხის ძირის გადახდა, აგრეთვე შესაძლებელია დაფარვის მოქნილი გრაფიკის შედგენა, რაც იმის საშუალებას მოგცემთ, რომ სესხის დაფარვის პერიოდი მოსავლის აღებას მოარგოთ. დაფინანსება შეგიძლიათ მიიღოთ მრავალწლიანი კულტურების, მათ შორის, ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის.

სტანდარტული აგრო სესხი

ბანკიდან დახმარების მიღების მიზანი მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი პროექტების დაფინანსება არ არის. ცხადია, სესხი ძვირად ღირებული ტექნიკის შესაძენად, მცენარეების დასარგავად ან მეურნეობის მოსაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა შეგიძლიათ ბანკი საოპერაციო ხარჯების დაფარვაშიც გამოიყენოთ, მაგალითად: მუშახელის ანაზღაურებაში, ტექნიკის დაქირავებაში, ხვნა-თესვასა და შეწამვლაში.

შეღავათიანი აგროსესხი

საქართველოს ბანკი ბიზნესის დასაფინანსებლად მომხმარებელს სპეციალურ პირობებსაც სთავაზობს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე მოქმედებს 11%-იანი სუბსიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ნაწილი სახელმწიფოს მიერ იფარება.

სპეციალური პირობები მოქმედებს ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებაზეც. მაგალითად, თუ გჭირდებათ დახმარება ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრო კრედიტით, რომელზეც 9%-იანი სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს.

ასევე, საქართველოს ბანკს აქვს 15%-მდე ქეშბექი საინვესტიციო სესხებზე, რომელიც სოფლის მეურნეობასაც მოიცავს: თუ ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივაში, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზში ჩაერთვებით, მაშინ ამ შეთავაზებით ისარგებლებთ. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ამ ბმულზე.

საერთო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, რაც ქვეყანაში აგრო ბიზნესის დაწყებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. თუკი ამ საქმიანობით დაინტერესებული ხართ, გახსოვდეთ, რომ საქართველოს ბანკი მუდამ თქვენ გვერდითაა! 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები