მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიქცეთ პლაჟზე - რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის, შეზლონგის გამქირავებლებისთვის

5f017abb4629e
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.20 11:00
1502
ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორული რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, დამტკიცდა რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვის.

დოკუმენტით გაწერილია რეკომენდაციები შეზღონგის/ქოლგის, სკუტერის/ველოსიპედის გამქირავებლებისთვის, ასევე საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის. შემუშავებულია ზოგადი რეკომენდაციებიც.

ძირითადი რეკომენდაციები:

- პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

- მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.

- უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვეთ: ხელთათმანებით;
სახის დამცავი ფარით/ნიღბით;

- პლაჟის ტერიტორიაზე არსებულმა ყველა ინფრასტრუქტურულმა ობიექტმა ოპერირებისას იხელმძღვანელოს ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის 01-227/ო ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი რეკომენდაციებით.


ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ)

- უზურნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

- უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით;

-უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარისსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთამანები;

- დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე);

- აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;

- წყლის ტრანსპორტის - სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით;

- დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის

- ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით; დადგენილი წესით („ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);

- სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული
საშუალებები;

- სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

- დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი). დასაქმებულთა ვალდებულებები:

- დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

- სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;

- სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;

- ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;

- გამოიყენეთ სულ მცირე 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ:

- დაიცავით ამ რეკომედაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები.

- დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები