როგორ მოხდება რეპროდუქციული მედიცინის რეგულირება და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ბიზნესის რჩევებს - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ბიზნესის წარმომადგენლები და კანონმდებლები საკანონმდებლო ინიციატივაზე დახურულ ფორმატში რამდენიმე საათი მსჯელობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი უცხოელებისთვის სუროგაციას კრძალავს. შესაბამისად, რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება. რა შენიშვნები წარადგინა შეხვედრაზე ბიზნესმა და შეძლეს თუ არა მხარეებმა პოზიციების დაახლოება?
სტუმარი: ნინო მუსერიძე - გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი;