ამ დროის მოინაცემებით 20 მა ქვეყანამ და ეს ჩამონათვალი მუდმივად მზარდია რუსეთისათვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ცხადია პირველი უკრაინა იყო ომის დაწყებისთანავე და უკრაინის ცა ჩაიკეტა არა მხოლდო რუსული კომპანიებისთვის, არ მგონია ჯერჯერობით რუსულ ბორტს გზა ოფიციალურმა კიევმა კიდევ კაი ხანი გაუხსნას, მაგრამ მნიშვნელოვანია გზა და შესაძლებლობა რომელიც სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინელებისთვსი გაგზავნილი დახმარების ჩატანისთვისაა საჭირო. რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-მა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა უზრუნველყო. რეისი ლვოვის აეროპორტში შესრულდა.