მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს აგროტურიზმი იტალიაში? - ინტერვიუ ჟანრს კნილსეისენთან

წარმოების მაღალი ხარჯები - ესაა ის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც მცირე ფერმერული მეურნეობები ხშირად, მათ შორის საქართველოში საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დგას, რომლის გადაჭრის გზებზეც ყოველდღიურად მიდის მსჯელობა. საქმიანი ვიზიტით BMG აგვისტოში ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ, სამხრეთ ტიროლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მოვახერხეთ ადგილობრივი ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გასაუბრება, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრის გზად ქვეყანაში ფერმაში დასვენების, ანუ აგროტურიზმის განვითარება მიაჩნიათ. საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად - ესაა მათი რეკომენდაციაც.

ამ მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონში არსებულ ფერმერთა ასოციაციას მათი წევრებისთვის შესაბამისი ხარისხის ნიშანიც აქვს შემოღებული, რომლის მისაღებად კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი. წითელი მამლის სახელით ცნობილი ხარისხის ნიშნის მფლობელი ფერმერები კი ადგილობრივი ფერმერთა ასოციაციისგან მნიშვნელოვანი ბენეფიტებით სარგებლობენ.

ინტერვიუ: ჟანრს კნილსეისენი - სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ასოციაციის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი