მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ესპანური კომპანია კასპში? - „კერამიკა ელ ტორენტეს“ გეგმები

აგური

ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორენტემ“ ესპანეთიდან ქარხნის საქართველოში გადმოტანა 2018 წელს გადაწყვიტა. ეს არის აგურის ქარხანა, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ლარია.

„კერამიკა ელ ტორენტეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, ვასილ ბაბლუანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, რომ, კომპანია ახლა უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე მუშაობს, რაც საშუალებას მისცემთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო პროდუქტი შექმნან.

"„კერამიკა ელ ტორენტე“ არის ევროპული, მოქმედი წარმოების დაშლა და საქართველოში გადმოტანა თავისი მენეჯმენტით. ამ ხნის განმავლობაში ისევ მიმდინარეობს, ქართული თიხის გადამუშავება. ვფიქრობთ, ძალიან მალე კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს შევქმნით და ალბათ, მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო პროდუქტის ბაზარსაც შექმნით, ამის დიდი იმედი გვაქვს და ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ახლა მოკვლევის ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ფინალში გავდივართ“, - განაცხადა მან.

ვასილ ბაბლუანის თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ხდება, მაგრამ წარმადობა მაღალი არ არის, რადგან ისევ კვლევის პროცესში არიან. იგი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი, ამ კუთხით, პოზიტიურად გარდამტეხი იქნება.

რაც შეეხება კონკურენტულ უპირატესობა, მისი მოსაზრებით, ეს იქნება ქართული ტრადიციის აღდგენა, რადგან ქართული სამშენებლო მიმართულება ძირითადად თიხა და კერამიკული სამშენებლო მასალები იყო: „დღეს, თანამედროვე ცხოვრებაში, ცხოვრების ხარისხმა მოიმატა და ამის მოთხოვნილება სამშენებლო სექტორში ძალიან დიდია და ვფიქრობთ, ჩვენ ამას ვუპასუხებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები