მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მუშაობს გახმოვანების ბიზნესი საქართველოში? - Voice.ge

63ff0a5f81ae6
ნინი ლონგურაშვილი
04.03.23 16:20
1131
Voices.ge ხუთი წელია რაც ბაზარზეა და მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებს რეკლამის და სხვადასხვა ტიპის გახმოვანების მომსახურებას სთავაზობს. როგორც voices.ge-ს საიტზე ვნახულობთ 1 წუთამდე სტანდარტული ტექსტის ჩაწერა საშუალოდ 350 ლარიდან იწყება, ბავშვის ხმის ღირებულება კი 250 ლარია.

voice.ge-ს პროექტების და ლოკალიზაციის მენეჯერი, BMG -ის ეუბნება, რომ გახმოვანების სფერო სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირადღირებულია, მარიკა იაშვილის თქმით, მაღალი ფასი ხმის არტისტების ნაკლებობით არის გამოწვეული.

“საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბაზარია, ვცდილობთ როგორც, ქართველ, ასევე უცხოელ დამკვეთებს შევთავაზოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება და ამასთან ხმების მრავალფეროვანი არჩევანი. მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ფასი, შეიძლება 50 ლარიდანაც იწყებოდეს, თუმცა სტანდარტული ჩანაწერის ღირებულება 350-400 ლარია.

ფასი რეგულირდება ხმის არტისტის გამოცდილებიდან, მისი პროფესიონალიზმისგან და მნიშვნელოვანია ასევე მისი ხმის ტემბრიც. საბოლოოდ კი ფასი ზრდადია ტექსტის მოცულობით და სირთულის მიხედვით. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გახმოვანება საკმაოდ ძვირადღირებული სფეროა, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვყავს ბევრი გამოცდილი ხმის არტისტი, როგორც ეს არის ინგლისურენოვან ბაზარზე. ამიტომ ძვირადღირებულია, მაგრამ მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა,"- ამბობს მარიკა იაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები