ფატალური შემთხვევა უდევს საფუძვლად რეგულაციების შემოღებას პარაპლანით ფრენის შემთხვევაში. გასული წლიდან მოქმედებს ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ახალი წესები, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა. როგორ ოპერირებს ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა რეგულაციების პირობებში?