მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს პრაქტიკაში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი?

BM.GE
27.10.22 16:45
518
ინტერნეტით საქონლისა და მომსახურების შეძენა სულ უფრო პოპულარული ხდება, შედეგად, ელექტრონული კომერცია ზრდის ტრენდს აჩვენებს. წელს მესამე კვარტალში, ინტერნეტით რეკორდული რაოდენობის 31 ათასზე მერი ტრანზაქცია შესრულდა, იანვარ-სექტემბერში კი, სულ ქართული საბარათე ინსტრუმენტებით 76.5 მლნ ელექტრონული კომერციის ოპერაციაა შესრულებული — თანხობრივად ეს 5.45 მილიარდი ლარია. წინა წელთან შედარებით ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები 15%-ით ანუ 712 მლნ ლარით არის გაზრდილი. 

პარალელურად უკვე 5 თვეა მოქმედებს კანონი, რომელიც მყიდველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ შეძენილი ნივთები 2 კვირის ვადაში ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უკან დააბრუნოს, მომავალი კვირიდან კი, კანონის აღსრულების ნაწილში კონკურენციის სააგენტოც ჩაერთვება. როგორ მუშაობს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი ელექტრონულ კომერციაში, რომელიც წელს ზრდის ტრენდს აჩვენებს. 

სტუმრები: ნიკა ჩილინდრიშვილი - TNET-ის პროდუქტების ხელმძღვანელი;
თამარ გოგოლაშვილი - “ელექტონული კომერციის ასოციაციის“ პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები