ბახმარო, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე იზიდავს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტებს, მუდმივ განვითარებაშია. ამ მიმართულებით კი მთავარი როლი კერძო ბიზნესს აქვს… ბახმარო გამორჩეულია უნიკალური სილამაზით და სასტუმრო ბიზნესიც აქტიურად ვითარდება ადგილზე. ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, სასტუმრო პანორამა ბახმაროა, რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია რომ 360 გრადუსით გურიის მთებს გადაჰყურებს. სასტუმრო გასულ წელს გაიხსნა, პირველად უმასპინძლა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს. ამ ეტაპზე სასტუმრო 9-ნომრიანია და სრული დატვირთვით 26 ადამიანის მიღება შეუძლია.
სტუმარი: გიორგი კეჭაყმაძე - “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელი;