სამუშაო სივრცეში გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა მცირდება. ამის შესახებ შრომის ინსპექციის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სამუშაო ადგილებზე 32 ფატალური, 179 კი არაფატალური შემთხვევა აღირიცხა.ობიექტებზე შრომის ინსპექციის ინსპექტირების შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ობიექტების ნაწილს არ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, არ არის განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები ან დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოებისთვის/ევაკუაციისთვის აუცილებელი ზომები; ასევე არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები/ფუნქციები; ნორმების დარღვევის შესაბამისად გასულ წელს 2 384 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, საქმიანობა შეუჩერეს 130 ობიექტს. როგორც ცნობილია, "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი 2019 წლის 1 სექტემბრამდე მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდებოდა, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნულმა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგი მოიცვა. როგორ მუშაობს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, სად რჩება გამოწვევები და რამდენად იცავს ბიზნესი დადგენილ ნორმებს?
სტუმარი: მიხეილ კორძახია - კომპანია “ბიზნეს საქართველოს” პრეზიდენტი


































