საქართველოში სურსათის ბანკის მოდელის დანერგვა უკვე პრაქტიკულ, საპილოტე ეტაპზეა გადასული. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო და ბიზნესს საგადასახადო ბარიერები მოუხსნა, თბილისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე იტესტება სქემა, რომლითაც უნდა შეგროვდეს სუპერმარკეტებიდან ჭარბი, ვარგისი პროდუქტი და მივიდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებამდე. ამჟამად მთავარი სამუშაოები სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სავაჭრო ქსელების სისტემაში ჩართვაზე მიმდინარეობს. რა ეტაპზეა ამ სისტემის დანერგვა საქართველოში, როგორ მუშაობს საკანონმდებლო და ლოგისტიკური ჯაჭვი და რა გამოწვევები აქვს ბიზნესსა და სახელმწიფოს?
სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსი






























