ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორს ახსენებს, რომ ტურისტული გიდის, ტუროპერატორისა და ტურაგენტის რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში პირველი ივნისიდან უკვე სავალდებულოა, რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა კი 2027 წლის 1 იანვრიდან მათ დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმების მოცულობები დარღვევების მიხედვით განსხვავებულია. რეგისტრაციის ვალდებულების გარდა, კანონის პირველად ვერსიაში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებდა რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევისთვის სავალდებულო სერტიფიცირებასა და ლიცენზირებას, ტუროპერატორისთვის კი გადახდისუუნარობისგან დაცვის სავალდებულო უზრუნველყოფას. სექტორი რეგულირებას მიესალმება - თუმცა იწუნებს კანონის მუშაობის ტემპს და ხედავს ხარვეზებს.






























