ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებით პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აგვისტოში ავსტრიის შემდეგ ევროპული გამოცდილების მისაღებად ჩრდილოეთ იტალიას, კერძოდ, სამხრეთ ტიროლის რეგიონს ესტუმრნენ. აგრო და სამთო ტურიზმი- ეს იყო ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლის საუკეთესო მაგალითები ქართველმა მონაწილეებმა ადგილზე ნახეს, მიიღეს საუკეთესო გამოცდილება, რომლის ქართულ რეალობაში გადმოტანაც შესაძლებელია.