მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევის სისტემა საქართველოში?

5 წელზე მეტია, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ტრანსპორტის გადაადგილება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა. 2018 წლის 1 მარტიდან, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება 100-დან 200 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევიდან ინდუსტრიამ 2022 წელს 42 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 30 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მოგების მაჩვენებელი. კოვიდ პანდემიის შემდეგ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის შემოსავლების ზრდა მეტწილად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანზიტო დერეფანში გაზრდილ ტვირთბრუნვას უკავშირდებოდა. როგორი იყო უკვე 2023 წელი ზრდის კუთხით?

სტუმარი: გიორგი ჩაჩუა - სავალდებულო დაზღვევის ცენტრის გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები